კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ,,ტორპედო” მორიგ შეხვედრას თელავის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში თელავში, კავკასიონი არენაზე დაიწყება 12:30_ზე.
მატჩის არბიტრები:
- არბიტრი – ა. აფციაური
- პირველი ასისტენტი – ს. სპიცინი
- მეორე ასისტენტი – ზ. ბლიაძე
- მეოთხე მსაჯი – შ. ქუხილავა
სად შეიძლება თამაშის ყურება?
ეროვნული ლიგის ოფიციალურ ,,Youtube” არხზე: https://youtu.be/aAtcKIxhsyA
თელავი – ტორპედო | შეხვედრები
- კლუბები ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რამაზ შენგელიას სტადიონზე, აღნიშნიშნული შეხვედრა ფრე 1-1 დასრულდა, გოლები ტორპედოდან ივან ბობკომ გაიტანა, ხოლო თელაველებიდან ირაკლი რუხაძემ.
- ტორპედოსა და თელავის დაპირისპირება კიდევ ერთხელ სათასო შეხვედრაში ვიხილეთ (07/11/18) სადაც ჩვენმა გუნდმა თელაველები 0-1 დაამარცხა გასვლაზე. ერთადერთი გოლის ავტორი ოლეკსანდ აზაცკი გახლავთ.