6 ივნისს ტორპედოს სამწვრთნელ ბაზაზე კლუბის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და პერსონალს კორონავირუსზე პირველადი ტესტირება ჩაუტარდათ. გუნდს ტესტირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და დაფინანსებით ჩაუტარდა. ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდი ტესტირებას კიდევ ერთხელ გაივლის. საქართველოს ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ 25 ივნისს განახლდება. ტორპედო 28 ივნისს მესამე ტურის მატჩში ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებს. მატჩი ამ ეტაპზე გულშემატკივრის გარეშე გაიმართება.
This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.