ქუთაისის ,,ტორპედოს” მწვრთნელები უეფას მწვრთნელთა A და B ლიცენზიაზე

Apr 28, 2021 | Team Events

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური განყოფილების ორგანიზებით „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო, სადაც სხვებთან ერთად ,,ტორპედო” ორის მთავარი მწვრთნელი – ზვიად ჩხეტიანი მონაწილეობს.

აგრეთვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ჩვენს ქვეყანაში პირველად უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცნეზიის კურსი დაიწყო, სადაც სხვებთან ერთად ჩვენი გუნდის მეკარეების მწვრთნელი – დავით მამარდაშვილი მონაწილეობს.

შენიშვნა: ფოტო აღებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდიდან.