ტორპედოს აკადემია აცხადებს 2013-2014 წლებში დაბადებული ბავშვების მიღებას. ვარჯიშებზე გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდციები და წვრთნა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.
2013 წელში დაბადებული ბავშვებისთვის ვარჯიშები გაიმართება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სათადარიგო მოედანზე. მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +(995) 555 227 325
2014 წელში დაბადებული ბავშვებითვის ვარჯიშები გაიმართება: ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 15:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სათადარიგო მოედანზე. მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +(995) 555 186 512
ორივე გუნდს ,,ტორპედო” ქუთაისის გამოცდილი მწვრთნელი კახახაბერ ლიპარტიანი უხელმძღვანელებს.
იმ შემთხვევაში თუ ბავშვები იქნებიან სასწავლო დაწესებულებებში მეორე სმენა მათ ვარჯიშები ჩაუტარდებათ: ორშაბთს, ოთხშაბათს და პარასკევს 10 საათზე.