ტორპედო – თელავი | ინფორმაცია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩს დღეს ტორპედო თელავის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრის მსაჯები იქნებიან:

არბიტრი – გ. ყრუაშვილი
პირველი ასისტენტი – ლ. ვარამიშვილი
მეორე ასისტენტი – ზ. ფიფია
მეოთხე მსაჯი – კ. გიორგაძე

შეხვედრის ტრანსლირება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ,,იუთუბ” არხზე მოხდება.

ტორპედო – თელავი | მეტოქე

კრისტალბეთი ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ტორპედო ქუთაისი თელავის წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნული შეხვედრა 14 მარტს 18:00 საათზე რამაზ შენგელიას სტადიონზე გაიმართება.

მცირე ინფორმაცია ჩვენს მეტოქეზე

თელავს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წლევანდელ გათამაშებაში სულ 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 1 ფრე (სამგურალი 0-0) 1 წაგება (ლოკომოტივი 3-2) და 1 მოგება (1-0 სამტრედია) აქვს.

ჩატარებული შეხვედრების შემდეგ თელავს 3 გატანილი და 3 მიღებული ბურთი აქვს.

ჩვენი მეტოქე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში 4 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება

ტორპედო – დინამო თბილისი | ქართული დერბი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტურის მატჩს ტორპედო 5 მარტს თბილისის ,,დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნული შეხვედრა მოგეხსენებათ ძალზე დიდ ინტერესს იწვევს ქომაგებში. ქართული დერბი, ქართული კლასიკო – ამ და სხვა სიტყვებით მოიხსენიებს გულშემატკივარი ამ ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირებას.
რიგით 78_ე დაპირისპირებას ამჯერად რამაზ შენგელიას სტადიონი უმასპინძლებს, მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საინტერესო ფაქტები:

  • უკვე გამართული 77 შეხვედრიდან ტორპედომ პრინციპულ მეტოქეს 17_ჯერ სძლია, 21 თამაში ფრედ დასრულდა ხოლო 39_ჯერ დედაქალაქელებმა იმარჯვეს.
  • ბურთების ჯამური შეფარდება 70/125 დინამოელთა სასარგებლოდაა.
  • ბოლოს ჩვენმა გუნდმა დინამოელებს საკუთარ მოედანზე 2011 წელს 2-1 დოლიძის და მეგრელაძის გოლებით მოუგო.

მატჩის ტრანსლირება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის იუთუბ არხით და აგრეთვე ტელეკომპანია Silk Universal_ის ეთერით მოხდება.

ტორპედო – დინამო ბათუმი | ინფორმაცია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოახლოვდა!

საქართველოს უმაღლესი ლიგა სტარტს შაბათს, 27 თებერვალს აიღებს. რიგით 33_ე ჩემპიონატის პირველ ტურში ტორპედოს მეტოქე ბათუმის დინამო იქნება.

შეხვედრა 20:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ურთიერთშეხვედრები

  • ბოლოს ჩატარებული 10 მატჩიდან ტორპედოელებმა 6_ჯერ მოახერხეს მოგება (3 შინ, 3 სტუმრად), 3 მათაში დათმეს (2 შინ, 1 სტუმრად) ხოლო 1 შეხვედრა ფრედ დასრულდა

 

,,იქეთ ეშინოდეთ გუნდებს” – მიხეილ აშვეთიას ვრცელი ინტერვიუ გაგრასთან გასამართ ორმატჩიან დაპირისპირებაზე

სამშაბათს, 15 დეკემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეი-ოფის მატჩი გაიმართება, სადაც ,,ტორპედო” ქუთაისი, ორმატჩიანი დუელის პირველ შეხვედრას გაგრას წინააღმდეგ, თბილისში ტექნიკურ ცენტრ ,,ბასაზე”, 13:30 დაიწყება.

 

აღნიშნული დაპირისპირება ტორპედოსთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან გუნდი ცდილობს უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. გამომდინარე აქედან ინტერესი ძალზედ დიდია, როგორც ფანებიდან, ისე უბრალო ფეხბურთის მოყვარულებიდანაც, ამიტომ გთავაზობთ ინტერვიუს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტ, მიხეილ აშვეთიასთან.

 

რას იტყვით აღნიშნულ პლეი-ოფის მატჩზე?

ნამდვილად საპასუხისმგებლო თამაშია, რომელიც უმაღლეს ლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს ეხება. ყველა ვემზადებით სერიოზულად. განწყობაც ისეთი გვაქვს, რომ აუცილებლად კარგ შედეგს დავდებთ. საჭიროა დავივიწყოთ რაც აქამდე მოხდა, რადგან არავის აინტერესებს. რეალობა ის არის, რომ ჩვენ პლეი-ოფში ვთამაშობთ, ამიტომ ყველაზე დაძაბული და მნიშვნელოვანი თამაში იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ ყველა ელის, როგორც ჩვენი ბიჭები, ისე სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრებიც, რომ ტორპედო შეინარჩუნებს ადგილს უმაღლეს ლიგაში და მსგავსი შემთხვევა აღარ უნდა განიხილებოდეს სამომავლოდ, ტორპედოს ადგილი უმაღლეს ლიგაშია!

რას ეტყოდით ფანებს?

ფანებს მოვუწოდებ, რომ ბიჭებს გვერდით დაუდგან, მათ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან ბევრი რამ მოხდა გუნდში და ახლა მხარდაჭერა, გამხნევება სჭირდებათ ჩვენს ფეხბურთელებს. ერთად დგომით კარგ შედეგს ვაჩვენებთ, დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი.

გუნდში რა სიტუაციაა?

გუნდმა ბევრი რამ გამოიარა, იყო არეულობა, აგრეთვე პანდემია, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია ქუთაისის ,,ტორპედოზე”. თითქმის ყველამ მოიხადა კოვიდი, გამომდინარე აქედან, რთული პერიოდი დადგა და თამაშებში ჩავარდნებიც დაიწყო. არ იფიქროთ, რომ თავს ვიმართლებ, მაგრამ  ძალიან რთულია, როდესაც ნახევარზე მეტი მოთამაშე კორონავირუსით დაავადებულია და გუნდს ვერ ეხმარება. ხოლო როდესაც მოიხადეს ვირუსი, იმწამსვე თამაში მოუწიათ. ისინიც ადამიანები, სპორცმენები არიან და თავიანთი ჯანმრთელობის ფასად გამოვიდნენ და მეორე-მესამე დღეს სრული მომზადების გარეშე ითამაშეს. ამიტომ იმ ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის.

საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონი გაგრა? რას ფიქრობთ ამ გუნდზე?

ნამდვილად, ჩვენი მეტოქე საქართველოს თასის მოქმედი ჩემპიონია. გაგრა დაარსების დღიდან მებრძოლი გუნდია და უბრძოლველად არაფერს არ დათმობს, მაგრამ ქუთაისის ტორპედო, ქუთაისის ტორპედოა და არავისი  ეშინია, იქეთ ეშინოდეს გუნდებს! ბიჭები მობილიზებულები არიან საბრძოლველად, თელავშიც დაამტკიცეს თავისი ბრძოლისუნარიანობა, გამომდინარე აქედან, ორმაგად და სამმაგად მეტი მოტივაციაა გუნდში. ეს ორ რაუნდიანი დაპირისპირებაა, ამიტომ ხარისხი იმდენად არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი მხოლოდ შედეგია!

 

 


ისტორია

,,ტორპედო” ქუთაისი გაგრას ბოლოს 2019 წლის 19 ივნისს, საქართველოს თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდა, სადაც ქუთაისლებმა 2:3 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ტორპედოდან: თორნიკე კაპანაძე :41, გრიგოლ დოლიძე :60, ნოდარ ქავთარაძე :83. გოლები გაგრადან: ზვიად მეტრეველი :63, თენგიზ ბრეგვაძე :90+1.

თელავი – ტორპედო | ინფორმაცია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ,,ტორპედო” მორიგ შეხვედრას თელავის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში თელავში, კავკასიონი არენაზე დაიწყება 12:30_ზე.

 

მატჩის არბიტრები:

  • არბიტრი – ა. აფციაური
  • პირველი ასისტენტი – ს. სპიცინი
  • მეორე ასისტენტი – ზ. ბლიაძე
  • მეოთხე მსაჯი – შ. ქუხილავა

 

სად შეიძლება თამაშის ყურება?

ეროვნული ლიგის ოფიციალურ ,,Youtube” არხზე: https://youtu.be/aAtcKIxhsyA

თელავი – ტორპედო | შეხვედრები

  • კლუბები ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რამაზ შენგელიას სტადიონზე, აღნიშნიშნული შეხვედრა ფრე 1-1 დასრულდა, გოლები ტორპედოდან ივან ბობკომ გაიტანა, ხოლო თელაველებიდან ირაკლი რუხაძემ.
  • ტორპედოსა და თელავის დაპირისპირება კიდევ ერთხელ სათასო შეხვედრაში ვიხილეთ (07/11/18) სადაც ჩვენმა გუნდმა თელაველები 0-1 დაამარცხა გასვლაზე. ერთადერთი გოლის ავტორი ოლეკსანდ აზაცკი გახლავთ.

 

ტორპედო – დინამო | ინფორმაცია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ,,ტორპედო” მორიგ შეხვედრას ,,დინამო” ბათუმის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში რამაზ შენგელიას სტადიონზე, 14:00 დაიწყება. იხილეთ დეტალურად

მატჩის არბიტრები:

შეხვედრის არბიტრი: დ. სანოძე

პირველი ასისტენტი: ზ. მენთეშაშვილი

მეორე ასისტენტი: ი. უკლება

მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე

 

 

სად შეიძლება თამაშის ყურება?

 თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია შედეგბა შემდეგ არხებზე: Silk Sport HD2, Silk Universal
ასევე თქვენ შეგიძლიათ იუთუბზეც მიადევნოთ თამაშის მსვლელობას თვალი ბმულზე გადასვლა
იხილეთ თამაშისწინა მიმოხილვა
 დამატებითი ინფორმაცია შემადგენლობებთან დაკავშირებით იხილეთ Eliga.ge_ზე

,,ტორპედო” ქუთაისი -,,დინამო” ბათუმი | დეტალურად

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ,,ტორპედო” მორიგ შეხვედრას ,,დინამო” ბათუმის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში რამაზ შენგელიას სტადიონზე, 14:00 დაიწყება.

მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კლუბმა თამაშამდე 48 საათით ადრე კოვიდ ტესტირება ჩაიტარა.

რა მნიშვნელობის არის თამაში ,,ტორპედოსთვის”?

ჩვენი და დინამო ბათუმს შორის დაპირისპირება ყოველთვის მნიშნველოვანი და ორმაგად სანახაობრივია. აღნიშნული შეხვედრას ინტერესს კიდევ, რამდენიმე ფაქტი უზრდის:

  • მოგეხსენებათ ჩვენი გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში მერვე ადგილზეა და მეშვიდე ადგილთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს. ,,ტორპედო” ქუთაისისთვის დარჩენილი თითოეული თამაში ფინალის ტოლფასია, რათა აიცილოს გუნდმა პლეი-აუტი.
  • მეორეს მხრივ ,,დინამო” ბათუმი ჩემპიონობისთვის იბრძვის. პირველადგილოსან ,,დინამო” თბილისს ბათუმლებზე მხოლოდ 2 ქულით მეტი აქვს, აქედან გამომდინარე შავიზღვისპირელები ყველანაირად ეცდებიან, რომ საჩემპიონო ბრძოლა გააგრძელონ.

ტორპედო – დინამო | შეხვედრები

  • კლუბები ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ეგიდით 9ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს აქედან, ტორპედომ 6 შეხვედრა მოიგო, დათმო, ხოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა

 

თამაშისწინა ვარჯიში იხილეთ აქ

77_ე ქართული დერბი, 26 ნოემბერს, თბილისში გაიმართება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურში ქართული ფეხბურთის მშვენება, ეროვნული დერბი გაიმართება. თამაში თბილისში, ,,დინამო არენაზე” 17:00_ზე დაიწყება.

აღნიშნულ თამაშამდე ,,ტორპედო ქუთაისი” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშებაში მე-8 ადგილს 16 ქულით იკავებს, ხოლო მის მეტოქე ,,დინამო” თბილისი პირველ ადგილს 31 ქულით უკავია.

მსოფლიოში არსებული პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კლუბმა თამაშამდე 48 საათით ადრე კოვიდ ტესტირება ჩაიტარა.

 

ტორპედო VS დინამო – დერბის ისტორია 

25 ნოემბერს 17:00_ზე რიგით 77_ე ქართული დერბი გაიმართება. ქუთაისის ,,ტორპედოსა” და თბილისის ,,დინამოს” დაპირისპირება ბევრი ქართველისთვის ეგრედწოდებულ კლასიკოს უკავშირდება, რადგან საქართველოს ორი ყველაზე ტიტულოვანი და დიდი ისტორიის მქონე კლუბები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ტორპედოსა და დინამოს 77 დაპირისპირების მოლოდინში გავიხსენოთ თუ რა ანგარიშია ურთიერთშეხვედრებში.

  • საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 76 მატჩიდან, მამაქალაქელებმა სულ 17 შეხვედრა მოიგეს, 38 შეხვედრა დათმეს ხოლო 21 შეხვედრა ფრედ დაასრულეს.
  • ქართული დერბი ყველაზე ხშირად ანგარიში 1:0 სრულდება, ამ შედეგით 16 მატჩი დასრულდა.
  • ეროვნულ ჩემპიონატში, ტორპედომ საკუთარ სტადიონზე ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო 2:1  სადაც თავი ტორპედოელთა მხრიდან გრიგოლ დოლიძემ (:6) და გიორგი მეგრელაძემ (:9) გამოიჩინა ხოლო დინამოელთა მხრიდან ალბერტ იაგუემ (:41).
  • ბოლო ქართული დერბი 2020 წლის 12 ივლისს გაიმართა, რომელიც ანგარიში 0:0 დასრულდა.

თამაშის წინა ვარჯიში (Video)